ანი კუკავას პროექტმა, რომელიც გამოქვეყნებული იყო ჩვენს საიტზე https://friends-georgia.com/lots/id-43185, შეაგროვა საჭირო თანხა.
მიღებული თანხა დაიხარჯება ძაღლის საკვების შეძენაზე, რომლებიც გადაეცემა ქალბატონ ანის მისი ცხოველებისთვის, 10 ივნისს.
ანი უვლის უპატრონო ძაღლებს თავის უბანში, ცდილობს მათ არ მოაკლდეს არც საკვები და არც მედიკამენტები. მაგრამ მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება და შესაბამისად, მათი გამოკვებაც რთულია.