• +995595315555
  • Whatsapp / Viber / Telegram

შეხვედრა უსახლკარო ცხოველთა დახმარების აქციის დროს

დღეს, რუსთაველის მეტროსთან მოხდა გოგონას, თიკოს, გაცნობა.

თიკო არის ზოოდამცველი და აქტივისტი, რომელიც პერიოდულად ატარებს აქციებს უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრების დასახმარებლად. ასეთი აქციების დროს ხდება  შემოწირულობების, საჭირო ნივთებისა და მედიკამენტების შეგროვება. მასთან საუბრის შემდეგ ბევრი რამ გავიგეთ; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები კარგი ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუჩაში ნაპოვნი ცხოველებს ეხმარებიან და აძლევენ სახლს, ასევე კერძო თავშესაფრების შესახებ, რომლებსაც სჭირდებათ საკვები და მედიკამენტები. შეთანხმებული იქნა ოქტომბრის დასაწყისში ერთობლივი აქციის გამართვა ქალაქ რუსთავსა და გორში მდებარე თავშესაფრებში. გაცნობის მომენტში ჩვენი ფონდის ზოომანქანაში იყო ცოტა საკვები დარჩენილი, რაც გადავეცით თიკოს უსახლკარო ცხოველებისთვის.

ეს დღე არ იყო უშედეგო, რადგან გავეცანით ადამიანებს, რომლებიც არ არიან გულგრილი უპატრონო ცხოველების ბედის მიმართ და რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ მათ. უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩნდება, და ჩვენ ერთობლივად, საერთო ძალისხმევით,  ბევრი რამის მიღწევას შევძლებთ!

ვისაც სურს დახმარების გაწევა თიკოსთვის, შეუძლია დაუკავშირდეს მას ნომერზე: +995598848920

СПАСИБО!

ВСЕ СРЕДСТВА ДЛЯ ЭТОГО ПРОЕКТА СОБРАНЫ

Вход

Зарегистрируйтесь или авторизуйтесь

Подсказка

Текст подсказки

წესები

Текст правил

Накапливай балы и получай ценные подарки

Пройди регистрацию и получи первые 100 балов

დარეგისტრირება