მოგესალმებით! მე მქვია მეგი და ვცხოვრობ თბილისში, აფრიკის უბანში. მე ძალიან მიყვარს ცხოველები და ყოველთვის ვცდილობ მათ დავეხმარო. მე ქუჩის ცხოველებს არა მხოლოდ ვკვებავ, არამედ საჭიროების შემთხვევაში ვუმკურნალებ და ვეტერინართან მიმყავს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ცხოველს სჭირდება დახმარება; მისაყვანია ვეტერინართან და კლინიკაში დასატოვებელია სამკურნალოდ. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს დიდ ხარჯებს - სტაციონარი, ანალიზები, მედიკამენტები, სპეციალური საკვები და მე თვითონ მიჭირს გაუმკლავდე ასეთ ხარჯებს. ამიტომ გთხოვთ დამეხმაროთ საკვებით ქუჩის კატებისა და ძაღლებისთვის. ჩვენ ბევრნი ვართ - 35 კატა და 10 -მდე ძაღლი. მადლობელი ვიქნები, თუ დაგვეხმარებით საკვების შეძენაში. (მეგი ბატანოვა)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს აფრიკის უბანში მცხოვრები ქუჩის ცხოველების საკვებზე. შეგროვილი თანხა - 180ლარი- დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე და გადაეცემა ქალბატონ მეგის. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!