მე ვარ დოდო ჩოჩოშვილი,ვცხოვრობ ქ. თბილისში. ძალიან მიყვარს ძაღლები და შეძლებისდაგვარად ვზრუნავ მათზე. მყავს დაახლოებით 70 ძაღლი (ლეკვებიანად) გლდანში,ავჭალაში და პატარა დიღომში (ამერიკის საელჩოს მიმდებარედ). ასევე ვკვებავ ყველა ძაღლს,რომელიც მშიერი მხვდება ქუჩაში.ასევე მყავს ქუჩიდან აყვანილი ორი ძაღლი,რომლებიც მე გავზარდე. ფაქტობრივად, ძაღლების ცხოვრებით ვცხო რობ. 5 წელია ვცხოვრობ თბილისში და ამხნის მანძილზე როგორღაც ვახერხებდი ძაღლების გამოკვებას,ბოლო დროს ძალიან მოიმატა მიუსაფარი ძაღლების რაოდენობამ და შესაბამისად იკლო ჩემმა ფინანსებმა,ამიტომ ცოტა მიჭირს ამდენი ძაღლის ყოველდღიურად გამოკვება. მოგმართავთ თხოვნით,რომ საკვებით დამეხმაროთ. წინასწარ გიხდით მადლობას!
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე გლდანში,ავჭალაში და პატარა დიღომში მცხოვრები ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლის საკვებზე, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ დოდოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.