მოგესალმებით! მე ვარ ნინო გურგენიძე, ვცხოვრობ ლილოს დასახლებაში. პროფესიით ვარ მევიოლინე და ამჟამად ვმუშაობ საჯარაო სკოლაში, ვასწავლი მუსიკას. პარალელურად რამოდენიმე წელიწადია ვეხმარები მიუსაფარ ცხოველებს, კატებსაც და ძაღლებსაც. ვცდილობ მოსწავლეებსაც შევაყვარო ცხოველები, ამიტომ ხშირად მე და მოსწავლეები ერთად ვკვებავთ და ვეტ. ექიმთანაც დაგვყვას ტრამვირებული ცხოველები, უფრო მეტად სისმისვნიანი დაავადებულები. სახლში მყავს ქუჩიდან აყვანილი 2 ფისო და 2 ცუგო. ერთ-ერთი მათგანი ინვალიდი ლეკვი ტასოა, რომელსაც მანქანამ გადაუარა, ჰქონდა 6 მოტეხილობა, არ გვქონდა გადარჩენის იმედი, მაგრამ ვეტ. ექიმი დათო ომარაშვილი ძალიან დაგვეხმარა. ლილოს დასახლებაში უამარავი მიუსაფარი ცხოველია. ყოველდღე ვკვებავ მიახლოებით 40 ძაღლს, რაში ჩემი მეგობარი ჯილდა ჩაჩანიძე მეხმარება. დასახლებაში მხოლოდ მე დამყავს ტრამვირებული, დაავადებული და სიმსივნიანი ცხოველები ვეტერინართან, ვინაიდან აქ არ არის არანაირი კლინიკა, მიწევს მათი წაყვანა ვარკეთილში. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დიდ ხარჯებს მოიცავს. ამიტომ ძალიან მჭირდება თქვენი თანადგომა, რათა გადავარჩინო კიდევ ერთი სიცოცხლე! მე მჭირდება დახმარება ბრავექტოთი, რათა შევძლო ერთ-ერთი უპატრონო ძაღლის დახმარება! (ნინო გურგენიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს ბრავექტოზე ნინო გურგენიძის ცუგოსთვის. შეგროვილი თანხა, 80 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ბრავექტოზე, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ნინოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 20 |