მოგესალმებით! მე ვარ მარინე ლომიძე, ვცხოვრობ ლილოს დასახლებაში, ღლონტის ქუჩაზე, ჩიხი N12ში. ვარ სოციალურად დაუცველი. სახლში ჩემთან ერთად ცხოვრობს 4 ძაღლი და 8 კატა, ისინი ქუჩაში ვიპოვე და შევიფარე, ეხლა კი ჩემი საუკეთესო მეგობრებია. ყველანაირად ვუვლი და ვზრუნავ მათზე. გარდა ამისა, ვკვებავ ჩემს საცხოვრებელთან ახლო მიმდებარედ 2 ძაღლს და 2 ფისოს. შეძლებისდაგვარად ვუწევ მათ დახმარებას. აგრეთვე გავზარდე და დავაბინავე რამოდენიმე ფისო და ცუგო. უკვე 7 წელია, რაც ცხოველებს ვეხმარები. გთხოვთ დამეხმაროთ საკვებით, რომ შევძლო გამოვკვებო ჩემი ოთხფეხა მეგობრები. იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების, გმადლობთ წინასწარ! (მარინე ლომიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქალბატონ მარინეს ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ მარინეს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |