მოგესალმებით! მე ვარ ჯილდა გოდერძიშვილი, ვცხოვრობ თბილისში, აეროპორტის დასახლებაში. ძალიან მიყვარს ცხოველები და ყოველთვის ვზრუნავდი მათზე. ჩემ საცხოვრებელთან მყავს მიკედლებული 3 ცუგა და 2 ფისო, ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე 11 უპატრონო ძაღლია, რომელთაც 7 წელია ყოველდღე ვაჭმევ საკვებს და ვუწევ სამედიცინო დახმარებს. გარდა ამისა, ჩემს პატრონობის ქვეშ არის კიდევ 6 ლეკვი. აგრეთვე ხშირად მხვდებიან ქუჩაში მოძრაობის დროს მშიერი ცუგები, რომლებისთვისაც მაქვს საკვები და ვკვებავ მათ. ძალიან მიჭირს მარტოს ამდენი ძაღლის გამოკვება, ამიტომ მჭირდება თქვენი დახმარება და გვერდში დგომა. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ მათ გამოკვებაში. ყველას დიდი მადლობა წინასწარ! (ჯილდა გიდერძიშვილი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე აეროპორტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლის საკვებზე, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ჯილდას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |