მოგესალმებით! მე ვარ გულიკო აფციაური, ვცხოვრობ დიდ დიღომში და ვარ პენსიონერი. სახლში ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემი მეტისი ლაქი, რომელიც ვიპოვე ახალშობილი გადაგდებული და დიდი ძალისხმევით მოვახერხე მისი გადარჩენა და დღეს ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ლაქისთან ურთიერთობამ შემაყვარა და შემაცოდა ყველა მიუსაფარი ცხოველი და შეძლებისდაგვარად ვუწევ მათ სამედიცინო თუ კვებით დახმარებას. ამჟამად ვკვებავ ყოველდღიურად 15 მიუსაფარ ცუგას. ამათგან 10 ცხოვრობს ჩემთან ახლოს სადარბაზოში და ზოგიც ჩემს საცხოვრებელთან მიმდებარედ, რამდენიმე კი ახლო მდებარე სკვერში. მეოთხე წელია, რაც ამ ცუგებს ვუვლი და ვზრდი, პატარა ლეკვები იყვნენ და ეხლა უკვე დიდები არიან. აგრეთვე გავზარდე და დავაბინავე რამდენიმე ფისო, რომელიც ვიპოვე ქუშაში გადაყრილები. ძირითადად 4 წელია, რაც ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ცუგების მოვლა პატრონობით ვარ დაკავებული, ჩემი ლაქი კი 7 წლისაა. აგრეთვე ხშირად მხვდებიან ქუჩაში მოძრაობის დროს მშიერი ცუგები, რომლებისთვისაც ყოველთვის მაქვს საკვები და ვკვებავ მათ. ვსაჭიროებ ძაღლების საკვებით დახმარებას და გთხოვთ რომ დამეხმაროთ რადგან ჩემს იმედზე მყოფი ცუგები მშივრები არ დარჩნენ. იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების. გმადლობთ წინასწარ! (გულიკო აფციაური)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე დიდ დიღომში მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა საკვებზე, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ გულიკოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 8 |
Anonymously | 14 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |