მოგესალმებით! მე ვარ ნინო გვალია, ვარ Gapo/ საქართველოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის დამაარსებელი და დირექტორი. მყავს 40-მდე გადარჩენილი ცხოველი, ძაღლიც და კატაც, რომლებზეც ვზრუნავ, საჭიროებისამებრ ვმკურნალობ და დამყავს ვეტ. ექიმთან. უკვე 10 წელია რაც მათთან ერთად ვცხოვრობ დუშეთის რაიონში, აგარაკზე. სამი წელია ვარ უმუშევარი და ყველა ენეგრიას და ძალას ვუძღვნი ცხოველებს. მაგრამ უკვე მიჭირს ამდენი ცხოველის მოვლა და გამოკვება, განსაკუთრებით ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო. გთხოვთ, შეგვეშველოთ ძაღლისა და კატის საკვებით. (ნინო გვალია)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქალბატონ ნინოს ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ნინოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 6 |