გამარჯობა! მე მქვია ვიოლეტა ტუმაკოვა, მე ვცხოვრობ თბილისში, ზემო ფონიჭალაში. მე 12 წელია ვმუშაობ ქვემო ფონიჭალაში, როგორც ქუჩის დამლაგებელი. მთელი ამ წლების განმავლობაში მე ვზრუნავ უპატრონო ძაღლებსა და კატებზე, ვკვებავ მათ და ვმკურნალობ. ისინი ცხოვრობენ ქუჩაში და მიდრეკილები არიან ყველა სახის დაავადების მიმართ, და ძირითადად, რწყილების პრობლება გვაქვს ყოველწლიურად. მე ვყიდულობ საკვებსა და წამლებს მათთვის საკუთარი ხარჯებით, ასევ, საჭიროებისამებრ, ვეტერინართან დამყავს სამკურნალოდ. ამ ეტაპზე, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშაიმყოფება 15 ძაღლი და 8 კატა ქვემო ფონიჭალაში და ზემო ფონიჭალაში კიდევ 8 ძაღლი და 3 კატა. მე არავინ მეხმარება, ყველაფერს მარტოდ ვუმკლავდები და ჩემთვის უკვე ძნელია ამდენი ცხოველის გამოკვება. ჩემი თხოვნაა დამეხმაროთ ძაღლისა და კატის საკვებით. ისინი ჩვენი მეგობრებია და სჭიროებენ ყურადღებას და მოვლას. წინასწარ მადლობა სუყველას! (ვიოლეტა (ვეტა) ტუმაკოვა)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქვემო და ზემო ფონიჭალაში მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ვიოლეტას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |