გამარჯობა! მე ვარ ნატალია ლაკოევა და ამჟამად ვარკეთილის მე -3 მასივში ვცხოვრობ. ძალიან მაწუხებს უპატრონო ცხოველების ბედი, განსაკუთრებით ძაღლების, არასდროს არ ვყოფილვარ გულგრილი მათ მიმართ. უკვე დიდი ხანია, რაც კი მახსოვს საკუთარი თავი, ვეხმარები უსახლკარო ცხოველებს. როდესაც საშუალება მაქვს, ყოველთვის ვყიდულობ ცხოველთა საკვებს, ყოველთვის ჩემთან ერთად ვატარებ მანქანაში, ასევე წყალსა და კონტეინერებს. სადაც კი ვხედავ ცუგებს, ვჩერდები, ვკვებავ და ვუსხამ წყალს. საერთო ჯამში, ჩემს უბანში მიახლოებით 40 ძაღლი ცხოვრობს, გარდა ამისა, ვკვებავ ცხოველებს ქალაქის სხვა უბნებიდანაც. მაგრამ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ყოველთვის არ მაქვს შესაძლებლობა, რომ მათთვის საკვები ვიყიდო. ცხოველების ამგვარი ოდენობა მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს. ფონდმა უკვე დამეხმარა ერთხელ საკვებით, ცხოველები კმაყოფილი და მადლობელი იყვნენ ასეთი საჩუქრისთვის. თუ ეს შესაძლებელია, ჩვენ ისევ უნდა გთხოვოთ დახმარება საკვებით. (მადლიერებით და პატივისცემით, ნატალია და მისი ოთხფეხა მეგობრები)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ვარკეთილში მცხოვრებ ცუგებისთვის. შეგროვილი თანხა, 180 ლარის ოდენობით, დაიხარჯება საკვებზე ცხოველებისთვის, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ნატალიას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |