მოგესალმებით! მე ვარ ია ძნელაძე, ვცხოვრობ თბილისში, დიდ დიღომში. ვმუშაობ სასტუმროში ცვლის უფროსად. ყოველთვის მიყვარდა ცხოველები და ვთვლი, რომ მათ უჭირთ თავის გადარჩენა სასტიკი ადამიანებით სავსე სამყაროში. უკვე 8 წელია აქტიურად ვეხმარები მათ, ვკვებავ, ვმკურნალობ, ვჩუქნი, ვასტერილებ… დიდი დიღმის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ვუვლი 15 მიკედლებულ ძაღლს, 3 კატას და 3 გასაჩუქებელ ლეკვს. გარდა ამისა, სამსახურის ტერიტორიაზე 3 ძაღლს და 2 კატას ჩემი სახსრებით ვახერხებდი გამოკვებას. ამ საყვარელი არსებების მადლიერი და ერთგული თვალების დანახვა საუკეთესო შგრძნებაა ჩემთვის, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე უკვე მიჭირს. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, რაც შემიმსუბუქებს მდგომარეობას. სამწუხაროდ მოგეხსენებათ უამრავი ახალ-ახალი უპატრონოდ მიტოვებული ცხოველი (ძაღლები) ჩნდება ქალაქში, რომლებიც ადგილის და თავის დამკვიდრების მიზნით გადაადგილდება უბნიდან უბანში და გულგრილად მათი ყურება ჩემთვის რთულია. ვცდილობ სანამ ადგილს იპოვიან მათაც ჰქონდეთ თითო ლუკმა საკვები ქუჩის რთული ცხოვრების დასაწყისში. გთხოვთ დამეხმარეთ მათთვის საკვების შეძენაში! წინასწარ დიდი მადლობა! (ია ძნელაძე).
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ძაღლებისთვის დიდ დიღომში. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება საკვებზე ცხოველებისთვის, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ იას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 15 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |