მოგესალმებით! მე მქვია სოფო, თბილისში ვცხოვრობ და ვკვებავ ცხოველებს ჩემს უბანში. ასევე მე ვეხმარები ცხოველების მოვლაში რამოდენიმე პენსიონერს, რომელთაც უჭირს. ვატარებ მათ ვეტ.ექიმთან, ვეხმარები საკვებით და წამლებითაც.
ქალბატონი ჟენია სოციალურად დაუცველი ასაკოვანი ქალია, პენსიონერი. ის ცხოვრობს სარკინიგზო ვაგონში ძაღლებთან და კატებთან ერთად. ისინი იღებენ საკვებს სოციალური სასადილოდან, რომელსაც მას სახლში მოაქვს. ყველა ცხოველი აყვანილია ქუჩიდან. ქალბატონი ჟენია ძალიან კეთილი პიროვნებაა - მას არ შეუძლია დატოვოს უყურადღებოდ ცხოველი, თუ ის ცუდ მდგომარებაშია. მას ჰყავს 15 ძაღლი, 13 კატა და 6 კნუტი. ამ რთულ დროს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება საკვებით. გთხოვთ, დაგვეხმარეთ საკვების შეძენაში! (სოფო სიაშვილი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ძაღლებისა და კატებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება საკვებზე ცხოველებისთვის, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ჟენიას და სოფოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 20 |