გამარჯობა!
მე მქვია ჯილდა, ვცხოვრობ თბილისში, ლილოს დასახლებაში. ამ დროისთვის, ქვეყანაში კრიზისის გამო, მე ვარ უმუშევარი, ვცხოვრობ შვილებთან ერთად. სახლში ძაღლები და კატები არ მყავს, მაგრამ ქუჩის ძაღლებს ყველანაირად ვეხმარები, ჩემი შეძლებისდაგვარად. უკვე დიდი ხანია, რაც ვკვებავ და ვარჩენ მათ. უამრავი ცხოველია, დაახლოებით 30-35 ძაღლია, და მიჭირს ყველა მათი გამოკვება. ჩემი მეგობარი, ნინო გურგენიძე, ასევე ეხმარება უპატრონო ძაღლებს ლილოში. მან ქუჩიდან შეიფარა რამდენიმე ცხოველი, ის ასევე მკურნალობს მათ საჭიროების შემთხვევაში და ატარებს ვეტერინართან. ფონდმა „საქართველოს მეგობრები“ უკვე რამოდენიმეჯერ დაგვეხმარა საკვებით მე და ნინოს, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. მაგრამ ცხოველების ასეთი რაოდენობა ითხოვს დიდ ხარჯებს, და კვლავ გვჭირდება დახმარება მათთვის საკვების შეძენაში! (ჯილდა ჩაჩანიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ლილოს დასახლების ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ჯილდას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |