გამარჯობა! მე ვარ ეკა ბარამიძე და კორონავირუსის გავრცელებამდე, სასტუმროს ადმინისტრატორად ვმუშაობდი, ახლა კი უმუშევარი ვარ. ამჟამად ვცხოვრობ ქობულეთში, კერძო სახლში საკუთარი ეზოთი. ეზოში მყავს 15 ძაღლი და 15 კატა, რომლებიც მე ქუჩიდან ავიყვანე და შევიფარე. უკვე 6 წელია რაც ცხოველებზე ვზრუნავ. ჩემთან მუდმივად იზრდება ძაღლების რიცხვი, რადგან ხშირად მიტოვებდნენ ლეკვებს-ავადმყოფ და ცუდად მოვლილებს. მე ვკვებავდი მათ, ვკურნალობდი, წესრიგში მივიყვანე, ზოგიერთის გაჩუქება მოვახერხე მხრუნველ პადამიანებზე. გარდა ამისა, მე ვკვებავ ჩემს უბანში მცხოვრებ უპატრონო ცხოველებს. მათ ასევე აქვთ კანის პრობლემები და სჭირდებათ მკურნალობა. ბავშვობიდან მე მიყვარს ძაღლები და ჩვენს სახლში ყოველთვის გვყავდა კატებიც და ძაღლებიც. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად არავინ მეხმარება ფინანსურად, მე ვზოგავ თანხას და ვუზიარებ ყველა საკვებს ჩემსა და ქუჩის ძაღლებს შორის. გთხოვთ დამეხმაროთ საკვების შეძენაში ჩემი და უპატრონო ძაღლებისა და კატებისთვის, სანამ სამსახურს არ ვიპოვი. მადლობა ყურადღებისთვის! (პატივისცემით, ეკატერინა ბარამიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქობულეთში მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ეკატერინეს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |