მოგესალმებით! მე ვარ მელანო გურგენიძე, ვცხოვრობ თბილისში და აქტიურად ვეხმარები უპატრონო ცხოველებს. ვკვებავ უპატრონო ძაღლებსა და ფისოებს გლდანის და ფეიქრების ქუჩის ტერიტორიაზე, საკვებზე გაკეთებული მაქვს პროექტიც თქვენთან რომელზედაც გროვდება უკვე თანხა. ამ ეტაპზე მინდა გთხოვოთ ფეიქრების ერთ-ერთი ცუგასთვის ბრავექტო. ამ ძაღლს დაეწყო კანის პრობლემები, დემადეკოზი და სჭირდება მკურნალობა სანამ არ გადავიდა რთულ ფორმაში. ძალიან მინდა დავეხმარო ამ ცუგას, რადგან იქვე მომუშავე ხალხს მის მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ მისი კანის პრობლემის გამო. გთხოვთ დამეხმაროთ ბრავექტოს შეძენაში, რადგან არ მაქვს საშუალება. წინასწარ დიდი მადლობა! (მელანო გურგენიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს პრეპარატ ბრავექტოზე გლდანის ერთ-ერთ ძაღლისთვის. შეგროვილი თანხა, 80 ლარის ოდენობით, დაიხარჯება პრეპარატზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ მელანოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 7 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |