გამარჯობა! მე ვარ თიკო ჯოლოხავა, ვცხოვრობ თბილისში, გლდანის რაიონში. მიყვარს ცხოველები და აქტიურად ვეხმარები მათ. სახლში მყავს 3 შინაური ცხოველი, 2 ძაღლი და 1 კატა, ორი მათგანი ქუჩიდანაა აყვანილი. ასევე ვეხმარები უპატრონო ცხოველებს, შეძლებისდაგვარად, გავდივარ რეგიონებშიც, ცხოველების გამოსაკვებად, ყველანაირად ვცდილობ შევუმსუბუქო მათი ცხოვრება; ვიფარებ მათ, ვმკურნალობ, ვჩუქნი, ვასტერილებ… ყოველდღიურად ვუვლი 50-მდე ძაღლს და რამდენიმე ფისოს სხვადასხვა ლოკაციაზე, ყველაზე დიდი რაოდენობაა გლდანის სასაფლაოზე. ამ ეტაპზე იქ იმყოფება 15 ძაღლი და 1 ფისო. ერთი წელია რაც მათ შესახებ გავიგე, უკვე კარგად მცნობენ რადგან თითქმის ყოველდღე დავდივარ მანდ მათ გამოსაკვებად. სამწუხაროდ მიტოვებული ცხოველების რაოდენობა ყოველთვე იზრდება, დღეს უკვე ძალიან მიჭირს მათი გამოკვება, ყოველდღოურად საკვების უქონლობის გამო, ისინი კი ყოველდღე მელოდებიან, როდის მივალ და მივუტან საჭმელს. გთხოვთ დამეხმარეთ მათთვის საკვების შეძენაში! (თიკო ჯოლოხავა)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე გლდანის უბანში მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ თიკოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |