მოგესალმებით! მე მქვია მადონა საგირაშვილი, მე ვარ 46 წლის და ვასწავლი სამ უცხო ენას. ამ დროისთვის თემქა- ზე ვცხოვრობ და უბრალოდ საშინელი მდგომარეობაა- უამრავი უპატრონო ცხოველია აქ, როგორც ჩანს მუნიციპალიტეტი არ უკეთებს სტერილიზაციას აქაურ საცოდავ ცხოველებს! ახლახან აქ საცხოვრებლად გადავედით და დაახლოებით ნახევარი წელია, რაც ჯერარსის კლინიკის გარშემო და ჩვენი უბნის ტერიტორიაზე 27-30-მდე ძაღლს ვკვებავთ, ხოლო ორი თვის წინ ნახევრად მშიერი დედა ძაღლები თავიანთ ლეკვებთან ერთად ვიპოვეთ. მე 30-ზე მეტ ცხოველს ვკვებავ და უკვე ფიზიკურად ვერ ვუმკლავდები, რადგან არ ვმუშაობდი კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო. დახმარება არის საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოველები უბრალოდ დაიხოცებიან შიმშილით! არ შემიძლია მათ ასე დატოვება, მაგრამ ფინანსურად უკვე მიჭირს. ყოველდღე მივდივარ მათთან, რადგან ისინი მელოდებიან და არ შემიძლია მოვატყუო ისინი! ამ ფოტოებზე და ვიდეოზე ჩემი ყოველდღიური მუშაობის უმცირესი ნაწილია! გარდა ამისა, მე ასევე ვკვებავ ცხოველებს მუხიანში და ზღვის უბანშიც, დაახლოებით 10-15 ძაღლია! ჩვენი პატარა ოჯახი- 11 წლის ბავშვი და ჩემი ქმარი, მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის! გთხოვთ დამეხმაროთ საკვების შეძენაში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებისთვის! (მადონა საღირაშვილი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე თემქა-ზე მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ მადონას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 11 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 14 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 12 |