გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო! მე მქვია ზარიფ კოჩოიანი. მე ვცხოვრობ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ვარკეთილში. მთელი ჩემი ცხოვრება უპატრონო ცხოველებზე ვზრუნავ, მათ ყოველმხრივ ვეხმარები და საკვების ბოლო ლუკმას ვუზიარებ მათ. ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ არის დაახლოებით 50 ცხოველი, როგორც ძაღლი, ასევე კატაც. ახლახან, ძალიან გამიჭირდა მათთვის საკვების შეძენა, რადგან 3 თვეა არ ვმუშაობდი, ქვეყანაში კრიზისის გამო. ახლახანს დავიწყე მუშაობა გამყიდველად, მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ არის, არ მყოფნის მათთვის. დიდი თხოვნა მაქვს, რომ დაგეხმაროთ კატისა და ძაღლების საკვების მიღებაში! (ზარიფ კოჩოიანი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ვარკეთილში მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 180 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ზარიფს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |