მოგესალმებით! მე ვარ მარინე კიკნაძე, 58 წლის. ვცხოვრობ ბორჯომის რაიონში, სოფელ კორტანეტში. სოფელი არის ცენტრალური ტრასის პირზე, ამიტომ აქ ხშირია ძაღლების მიტოვება და გადმოსმა. სწორედ ასე გადმოსმული ძაღლები მყავს შეფარებული და ვუვლი წლებია. დედალ ძაღლს მოსაკლავად დასდევდნენ, ქათმებს ჭამსო (მშიერი იყო, ლუკმას არავინ აწვდიდა), წამოვიყვანე, რომ არ მოეკლათ. სახლში მყავს 5 ძაღლი, ორი წელიწადზე მეტია. ორი დედალი მოგვიანებით ავიყვანე, ორივე გასასტერილებელია. მე5 ძაღლი კი 2019 წლის გაზაფხულზე ვნახე ცხოველთა დაცვის სახალხო ფრონტის განცხადება, რომელმაც დაჭრილი ძაღლი სიკვდილს გადაარჩინა და პატრონს ეძებდა უკვე გამოჯანმრთელებულისათვის, და მე ავიყვანე. https://www.facebook.com/TikWorsnop/posts/2914349831925698. ამის გარდა ვკვებავ ბევრ ძაღლს ქუჩაში, გზებზე, ყველგან სადაც ვნახავ. ჩანთით სულ დამაქვს პური, რომელსაც სახლში ვაცხობ. ახლა ცხელა და მიჭირს ღუმელთან ტრიალი. ძაღლების გარდა მყავს 10 ფისო, სულ ქუჩიდან აყვანილი. ბათუმიდანაც კი ჩამოვიყვანე პატარა მიტოვებული კნუტი. ასევე, ვაჭმევ სოფელში ბევრ უპატრონო ფისოს. 5 ფისო უკვე გავასტერილე ჩემი ხარჯებით. მიჭირს მათი გამოკვება და გთხოვთ დამეხმაროთ საკვებით! (მარინე კიკნაძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ბორჯომის რაიონში მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ მარინეს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 5 |
Anonymously | 6 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |