მოგესალმებით!
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ცხოველებს ეხმარებით! მე მქვია ალიონა და ვცხოვრობ ვარკეთილში. ცხოველები ძალიან მიყვარს და მრავალი წელია ვეხმარები მათ, ჩემს სახლში ცხოვრობენ როგორც კატები, ასევე ძაღლებიც. ასევე, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ არიან უსახლკარო ცხოველებიც - 14 ძაღლი და 13 კატა, რომლებსაც მე ვუვლი და ვკვებავ. ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, მიუხედავად ამინდისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ჩემ საყვარელ პატარებთან მივდივარ და მათთვის მომაქვს საკვები, და წყალიც. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ექიმთან მიმყავს და მედიკამენტებს ვყიდულობ. ამ ბოლო დროს ჩემი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა ისე, რომ არ შემიძლია ამდენი ცხოველისთვის საკვების შეძენა. უკვე რამდენჯერმე თქვენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ჩემი საყვარელი ფონდი დამეხმარეთ. გთხოვთ, არ დაგვტოვოთ ამჯერადაც, დამეხმარეთ საკვების შეძენაში ჩემი ცუგებისა და ფისოებისთვის. (ალიონა ფედოროვა)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქალბატონ ალიონას ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ალიონას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |