მე ვარ მაია ტაბაღუა, ვცხოვრობ თბილისში, კერძოდ ვარკეთილის ტერიტორიაზე, და უკვე დიდი ხანია ვუვლი უსახლკარო ცხოველებს. ასევე სახლში ეზოდან ნაშვილები მყავს 4 ძაღლი და 13 კატა. ჩემს ტერიტორიაზე ქუჩაში ვკვებავ + - 15 მდე ძაღლს და რამოდენიმე კატას, სუყველა კარგად მიცნობს და მორბის ჩემს დაძახებაზე. მე ვმუშაობ ოპერის თეატრში, მაგრამ ვინაიდან ოპერა ოქტომბრამდე არ გაიხნება ვიმყოფები ფინანსურ კრიზისში. გთხოვთ დამეხმაროთ ძაღლის და კატის საკვებით! (პატივისცემით მაია ტაბაღუა)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქალბატონ მაიას ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ მაიას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 5 |