მე მქვია ვერა ვავილოვა რუსიშვილი. ორი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად გადავედით კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში. მე გავიზარდე რუსეთში, მამაჩემი მონადირე იყო, მას ყოველთვის ჰყავდა ორი ძაღლი, ხასკი და მეძებარი. მე ბავშვობიდან მიყვარს ძაღლები, მაგრამ თბილისში რომ ვცხოვრობდით ვერ გავბედე აყვანა, რადგან ქირით ვცხოვრობდით. მაგრამ ყოველდღე, დილით ჩვენ ვტოვებდით საკვებს ჩვენი უბნის უსახლკარო ცხოველებისთვის. შარშან ძაღლი მოვიდა ჩვენს სახლთან სოფელში, მე დავიწყე მასზე ზრუნვა და კვება, მან მალე დაყარა ლეკვები, ბიჭი წაიყვანეს, 3.5 თვის გოგოს კი მანქანამ გაიტანა. ძალიან ვნერვიულობდი ამ ამბავის გამო. შემდეგ კიდევ სამი ძაღლი გამოჩნდა. ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 4 მოზრდილი ძაღლი, ერთი ლეკვი 5 თვის და 4 ძალიან პატარა ლეკვი, 13 ივნისს ისინი ერთი თვის გახდებიან. გთხოვთ, დაგვიჭირეთ მხარი და დაგვეხმარეთ ამ ცხოველებისთვის საკვების შეძენაში! (ვერა რუსიშვილი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებ ძაღლებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ვერას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 25 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 8 |