მოგესალმებით! მე ვარ მაია, ვცხოვრობ ვარკეთილში. უკვე მრავალი წელია ჩემი უბნის 10 ძაღლს ჩემი სახსრებით ვკვებავ და ვზრუნავ მათზე. მი თვითონ კი სახლში მყავს ბუნკერიდან ამოყვანილი ძაღლი, რომელიც გადავარჩინე. ის უკვე 4 წელია ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია. გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან, მიჭირს ამდენი ცხოველის მოვლა და გამოკვება. მჭირდება დახმარება საკვების შეძენაში ჩემი ცხოველებისთვის. წინასწარ დიდი მადლობა! (მაია მაგრაქველიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქალბატონ მაიას ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ მაიას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 22 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 18 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 7 |