გამარჯობა! მე მქვია ევგენია, ვცხოვრობ თბილისში, სანზონას უბანში, გუდამახარის ქუჩაზე. ფოტოზე ყველა ჩემი კატაა, მე არ მიმიყვანია ისინი, ყველანი თვითონ მოვიდნენ ჩემთან. მე მაქვს დიდი აივანი და ისინი იქ ქუჩის ძაღლებისგან ინახავენ თავს და შიმშილისგან მე ვარჩენ. არ შემიძლია ცხოველები დავტოვო ყურადღების გარეშე, მათ დახმარება სჭირდებათ და ьу ყოველთვის ვცდილობ მოვუარო მათ. საერთო ჯამში, დაახლოებით 15 კატა მყავს. მე პენსიონერი ვარ და მიჭირს ამდენი ცხოველის გამოკვება, ზოგიერთ მათგანს სჭირდება სტერილიზაციაც. გთხოვთ, დამეხმაროთ მათთვის საკვების შეძენაში! (ევგენი კოტია)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქალბატონ ევგენიას ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება კატის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ევგენიას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 9 |
Anonymously | 22 |
Anonymously | 25 |
Anonymously | 25 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 10 |