ძვირფასო მეგობრებო!
ისევ მოგვმართავთ დახმარებისთვის, უმუშევრობასთან დაკავშირებით თქვენი მხარდამჭერა მჭირდება!
მე ვცხოვრობ სოფელ კუმისში და ვუვლი ამ რეგიონში ყველა უპატრონო ცხოველს, ასევე სახლშიც მყავს შეფარებული კატებიც და ძაღლებიც. მე მყავს ერთი კატა, რომელიც ნაგვის ბუნკერში ვიპოვე და გადავარჩინე. მას აქვს ერთი თვალი, რადგან თვალის გადარჩენა შეუძლებელი იყო, ახლა კი მას წინა თათის პრობლემა აქვს. ვერ დგამს ამ თათს და გაუსივდა კიდევაც, შესაძლებელია მოტეხილობა აქვს. მას სასწრაფოდ სჭირდება ვეტერინართან მიყვანა და რენტგენის გადაღებაა, დანარჩენი დამოკიდებულია ექიმის დიაგნოზზე. გთხოვთ, დამეხმაროთ თანხის შეგროვებაში კლინიკაში გამოკვლევისთვის და ჩემი კატისთვის საჭირო პროცედურებსა და მკურნალობისთვის! (ლიზი ბატიანც)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” ქალბატონ ლიზის კატის მკურნალობის თანხას აგროვებს. მიღებული თანხა დაიხარჯება კლინიკაში ვეტერინარის მომსახურებაზე და კატის მკურნალობაზე. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 30 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 7 |