მოგესალმებით! მე ვარ შოთა, ვცხოვრობ მუხიანში და ვმუშაობ დაცვაში. მეგობრისგან გავიგე ფონდის „საქართველოს მეგობრები“ და მისი საქმიანობის შესახებ. მიყვარს ცხოველები და ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო მათ. ამჟამად სახლში მყავს ერთი ძაღლი-კანეკორსო და ჩემს უბანშიც ვუვლი უსახლკარო ძაღლებს. უკვე 3 წელია რაც ვკვებავ 3 ძაღლს ჩემ სახლთან ახლოს, ლეკვობიდან ვზრუნავ მათზე. ახლა კი, ამ რთულ პერიოდში, აღარ მყოფნის საკვები, რომ გამოვკვებო სუყველა. ამიტომ მჭირდება თქვენი დახმარება საკვების შეძენაში. წინასწარ დიდი მადლობა! (შოთა ბიჭიკაშვილი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე მუხიანში მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 160 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ბატონ შოთას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 11 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 9 |
Anonymously | 25 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 8 |