უკვე წელზე მეტია, რაც ვუვლი უპატრონო ცხოველებს და ვეხმარები მათ. ჩვენს ეზოში გამოჩნდნენ 4 უცხო ცუგა, გამრავლდნენ, ახლა 6 ლეკვი გვყვავს- ძალიან უსაყვარლესები. ერთ -ერთს გადაუარა ფეხზე მანქანამ, საწყალს არც მიაქცია ყურადღება. ჩემმა ფეხმძიმე შვილმა ამოიყვანა 5 სართულზე და სადარბაზოში 2 თვე ნახევარი ვუვლიდით. ექიმი, წამალი და საჭმელი არ მოკლებია, თავისთავად არც სითბო და სიყვარული. მეზობლების დაჟინებით ჩავიყვანეთ ეზოში. მასთან ერთად მიწევს 18 ძაღლის გამოკვება . 11 კორპუსის წინა მხარეს ცხოვრობს 7 კორპუსის უკანა მხარეს . ვეღარ ვახერხებ მათ გამოკვებას. ძალიან ვდარდობ ამის გამო. თუ შეძლებთ დახმარებას ძალიან კეთილ საქმეს გააკეთებთ. მადლობა წინასწარ! (ნანა მათიაშვილი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე უპატრონო ცხოველებისთვის, ზღვის უბანში. შეგროვილი თანხა, 160 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ნანას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 11 |
Anonymously | 11 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 18 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |