მე მქვია ლანა, პროფესიით ვარ ექიმი. ვუვლი ცხოველებს ავლაბარის უბანში, გედევანიშვილის ქუჩაზე და დიდი დიღმის უბანში. ამ ეტაპზე მე ვკვებავ მიახლოებით 50 ძაღლს და კატებსაც. ძალიან მიყვარს ცხოველები და ქუჩის ძაღლებსა და კატებს დავსდევ მთელი ცხოვრებაა. ეხლა უბრალოდ ვეღარ ვქაჩავ, ქვეყანაში კრიზისის გამო. ადრე ყოველთვის საკვების ტომარა მედო მანქანაში და სადაც ვხედავდი ცხოველებს, ვაჩერებდი და ვაჭმევდი. ეხლა კი მჭირდება დახმარება საკვების შეძენაში. გთხოვთ დამეხმაროთ უპატრონო ცხოველების გადარჩენაში. (ლანა გრატიაშვილი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე უპატრონო ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება კატისა და ძაღლის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ლანას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 5 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 11 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 11 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 8 |