მე ვცხოვრობ ავჭალაში, ძალიან მიყვარს ცხოველები. უკვე 5 წელია რაც ვზრუნავ ფისოებზე ჩემს უბანში, ასევე შეფარებული მყავს 13 კატა და 4 კნუტი. კრიზისის გამო უმუშევარი ვარ უკვე მესამე თვეა და გამიჭირდა მათი გამოკვება, ნახევრად მშივრები არიან. ახლა ძალიან მესაჭიროება საკვები ჩემი ფისოებისთვის. გთხოვთ დამეხმაროთ მათთვის საკვების შეძენაში! (მაია კაკაურიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქალბატონ მაიას კატებისთვის. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება კატის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ მაიას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 7 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 12 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 9 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 9 |
Anonymously | 9 |
Anonymously | 23 |
Anonymously | 14 |