მოგესალმებით, მე ვცხოვრობ დიდ დიღომში თავდადებულის ქუჩაზე. ვცდილობ ყოველდღიურად გამოვკვებო დიდი დიღმის მე-2 და მე-4 მ/რ-ში თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრები უპატრონო ცუგები. ამ ეტაპისთვის ვკვებავ 40-მდე უპატრონო ძაღლს და მჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვთ დამეხმაროთ რომ შევაგროვო ამ ცუგებისთვის საკმარისი საკვები. მადლობა ყურადღებისთვის და დახმარებისთვის! (ლია ლასურაშვილი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე დიდი დიღმის ცუგებისთვის. შეგროვილი თანხა, 300 ლარის ოდენობით, დაიხარჯება საკვებზე ცხოველებისთვის, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ლიას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 150 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 100 |
Anonymously | 15 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 20 |