მე 25-ზე მეტი ძაღლი მყავს, რომლებზეც ვზრუნავ. ჩვეულებრივ ჯანსაღ ძაღლებთან ერთად მყავს ტრავმირებული და კიბოთი დაავადებული ცხოველები, რომლებსაც მკურნალობა და რეგულარული ვიზიტები ვეტერნართან სჭირდებათ. ამდენი ძაღლისთვის საკვების ყიდვა, ასევე მკურნალობაც არ არის იაფი და ჩემთვის მძიმეა ამდენი ხარჯი, განსაკუთრებით ახლა, კრიზისის დროს. ფონდი „საქართველოს მეგობრები“ უკვე რამდენჯერმე დამეხმარა, რისთვისაც მადლობელი ვარ. ახლა მე მჭირდება დახმარება საკვების შეძენაში ჩემი ცხოველებისთვის! ძალიან მადლობელი ვიქნები დახმარებისთვის! (ნინო გურგენიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს ძაღლების საკვებზე ნინო გურგენიძესთვის. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება საკვებზე ცხოველებისთვის, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ნინოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 12 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 9 |
Anonymously | 104 |