მე ვარ პენსიონერი და ვცხოვრობ თბილისში. მე ვკვებავ და ვუვლი 20 მიუსაფარ ძაღლს. ყოველთვის ჩემი სახსრებით ვყიდულობდი საკვებს მათთვის და ყველაფერს რაც საჭირო იყო, მაგრამ ამ რთულ პერიოდში ძალიან მიჭირს ამდენი ცხოველის გამოკვება. ძალიან გთხოვთ დახმარებას ძაღლის საკვების შეძენაში! წინასწარ დიდი მადლობა სუყველას! (გულიკო აფციაური)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს ძაღლების საკვებზე ქალბატონ გულიკოსთვის. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება საკვებზე ცხოველებისთვის, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ გულიკოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 8 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 116 |