უპატრონო ძაღლებს ვკვებავ, უკვე 20-ზე მეტი მყავს და ასევე ლეკვებიც. საჭიროების შემთხვევაში, წამლებსაც ვყიდულობ მათთვის და ვმკურნალობ. მაგრამ ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ ხარჯებს და მიჭირს მარტო ამის გაკეთება. მადლობელი ვიქნები თქვენი დახმარებისთვის! დაეხმარეთ ჩემს ოთხფეხა მეგობრებს საკვების შეძენაში! (ჯილდა ჩაჩანიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ჯილდას ძაღლებისთვის. შეგროვილი თანხა, 120 ლარის ოდენობით, დაიხარჯება საკვებზე ცხოველებისთვის, რომელიც შემდგომში გადაეცემა ჯილდას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 67 |