გამარჯობა! მე ვარ თამუნა, 20 წლის და ძალიან მიყვარს ცხოველები. მე ვცხოვრობ ვარკეთილში და ჩემს მეთვალყურეობის ქვეშ არის დაახლოებით 20 მიუსაფარი ძაღლი და ლეკვი. ახლა მიჭირს ამდენი ცხოველის გამოკვება ქვეყანაში კრიზისის გამო. ლეკვებს კი კარგი მოვლა და კვება სჭირდებათ. ამიტომ, გთხოვთ დახმარებას საკვებთან დაკავშირებით, იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერისთვის! (თამუნა გაბუნია)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ვარკეთილში მცხოვრებ ძაღლებისთვის. შეგროვილი თანხა, 130 ლარის ოდენობით, დაიხარჯება საკვებზე ცხოველებისთვის, რომელიც შემდგომში გადაეცემა თამუნას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 6 |
Anonymously | 8 |
Anonymously | 6 |
Anonymously | 6 |
Anonymously | 9 |
Anonymously | 7 |
Anonymously | 68 |