ჩემო მეგობრებო, ამ რთულ დროს თქვენი დახმარება მჭირდება ისე, როგორც არასდროს. დიდი ხანია ვარკეთილში საკუთარი ფინანსებით ვზრუნავდი უპატრონო ძაღლებსა და კატებზე. ამ ფოტოებზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა ის ძაღლი და კატა, რომელსაც მე ვკვებავდი, ზოგი კი რეგულარულად, ყოველდღე. თითქმის 25 ან თუნდაც მეტი ცხოველიa. მაგრამ, მოგეხსენებათ, ეკონომიკური მდგომარეობა ახლა ისეთი ცუდია, რომ ძლივს ვახერხებ მათ გამოკვებას. თქვენი დახმარებით კი შევძლებ ჩვენი მეგობრები უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი გავხადო! (ნინო გულბანი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქალბატონ ნინოს ძაღლებისა და კატებისთვის. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება საკვებზე ცხოველებისთვის და შემდგომში გადაეცემა მას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, შეგიძლიათ უბრალოდ განათავსოთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
Anonymously | 10 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 5 |
Anonymously | 17 |
Anonymously | 20 |
Anonymously | 10 |
Anonymously | 87 |