წარმოგიდგენთ სხვა ჩვენს პაციენტს ამ წელს - ორ სიმპატიურ გოგოს, რომლებსაც ვაქცინაციის კურსი დასჭირდათ. ლეკვების პატრონმა, დან ხმალაძემ დახმარების თხოვნით ჩვენს ფონდს მიმართა და ჩვენ მას სიამოვნებით ვუპასუხეთ. 19 თებერვალს ჩატარდა პირველი ეტაპი, შემდეგ 2 კვირაში იქნება მეორე ეტაპი. ლეკვებს ცოტა ეშინოდათ, მაგრამ მთლიანობაში მშვიდად იყვნენ და ყველაფერი კარგად ჩაიარა.