მარინა კიკნაძის პროექტმა, რომელიც გამოქვეყნებული იყო ჩვენს საიტზე https://friends-georgia.com/lots/id-43208, შეაგროვა თანხა!
მიღებული თანხა დაიხარჯა ძაღლისა და კატის საკვებზე, შემდეგ კი გაექზავნა მარშუტკით ქალბატონ მარინას ბორჯომში. დღეს, 29 ივნისს მან მიიღო საკვები.
მარინა კიკნაძემ ქუჩიდან 5 ძაღლი შეიფარა, რომელთანაც ერთად 2 წელია ცხოვრობს და ზრუნავს მათზე, ასევე 10 კატა ყავს. მან სიკვდილისგან თითქმის სუყველა გადაარჩინა, მისი ხარჯით ცხოველების ნაწილს სტერილიზაცია მოახდინა. გარდა ამისა, ის კვებავს უპატრონო ძაღლებსა და კატებს, რომლებიც მას ხვდება ქუჩაში და გზის გასწვრივ.