ნინა ტოპოლსკაიას პროექტმა, რომელიც გამოქვეყნებული იყო ჩვენს საიტზე https://friends-georgia.com/lots/id-43214, შეაგროვა საჭირო თანხა!
მიღებული თანხა დაიხარჯა ძაღლის საკვებზე, ფირმის ჩაპი და ტროპიდოგ, რომლებიც გადაეცა ქალბატონ ნინას გუდაურში, 29 ივნისს.
ბევრმა იცნობს ნინა ტოპოლსკაიას მისი აქტიურობით სოც. ქსელებში და ტურიზმში მუშაობით, ის არის გუდაურში პარაგლაიდინგის კურატორი. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის უპატრონო ცხოველების დახმარებით არის დაკავებული. გუდაურის ტერიტორიაზე ცხოვრობს 12-15 უპატრონო ძაღლი, რომლებსაც ის უვლის და კვებავს. ფონდმა გადაწყვიტა დაეხმაროს მას ამ სიკეთეში, რადგან სწორედ ასეთ ცხოველებს სჭირდებათ ჩვენი ყურადღება!