საიტზე ახალი პროექტია- საჭიროა დახმარება უპატრონო ცხოველებს გლდანის სასაფლაოს უბანში.
თიკო ჯოლოხავა ცხოვრობს თბილისში, გლდანის რაიონში. მას უყვარს ცხოველები და აქტიურად ეხმარება მათ. 2 ძაღლი და კატა ცხოვრობენ მის სახლში, ორი მათგანი მან იპოვა ქუჩაში და შეიფარა. ყოველდღიურად იგი 50-მდე ძაღლს და რამდენიმე კატას კვებავს სხვადასხვა ადგილას, მათგან ერთ-ერთი არის გლდანის სასაფლაო. მანდ იმყოფება 15 ძაღლი და 1 კატა, რომლებიც უკვე იცნობენ მას, რადგან ერთი წლის განმავლობაში იგი ყოველდღე მოდის მათ გამოსაკვებად. ბოლო დროს, მისთვის ძნელი გახდა მათი გამოკვება და იგი დახმარებისთვის მიმართა ჩვენს ფონდს.
პროექტის დეტალები იხილეთ აქ: https://friends-georgia.com/ru/lots/id-43211