მოგესალმებით! მე მქვია ეკატერინა, ვცხოვრობ ნახალოვკაში, ბეჟანიშვილის ქ.-ზე. ამ ეტაპზე სასაფლაოზე დამლაგებლად ვმუშაობ. იმავე ადგილას, ბოლო 3 წლის განმავლობაში მე მიტოვებულ ძაღლებსა და კატებს ვკვებავ, ყველანაირად ვზრუნავ მათზე. საერთო ჯამში, მე რვა ძაღლი და ოთხი კატა მყავს, უფრო მეტი ცხოველი იყო, მაგრამ კეთილმა ადამიანებმა წაიყვანეს ოჯახში, აჩუქეს ახალი სახლი. გარდა ამისა, ჩემს ეზოში ორი ძაღლი და რამდენიმე კატა ცხოვრობს, რომლებსაც მე ვუვლი. ეს წელი ძალიან რთული აღმოჩნდა, ქვეყანაში შექმნილი ვითარებასა და კოროვირუსის გამო, გამიჭირდა ამდენი ცხოველის გამოკვება. ფონდმა წარსულში უკვე ორჯერ დამეხმარა, ახლა კი ისევ მივმართე აქ მხარდამჭერისთვის. მჭირდება საკვებით დახმარება სასაფლაოზე მცხოვრებ უპატრონო ცხოველებისთვის. თქვენი დახმარების იმედზე ვარ, მეგობრებო! (ეკატერინა ხროევა)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე თბილისის ზღვის სასაფლაოზე მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 160 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ეკატერინას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 8 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 8 |
ანონიმურად | 5 |