მოგესალმებით! მე ვარ ნინო გურგენიძე, ვცხოვრობ ლილოს დასახლებაში. პროფესიით ვარ მევიოლინე და ამჟამად ვმუშაობ საჯარაო სკოლაში, ვასწავლი მუსიკას. პარალელურად რამოდენიმე წელიწადია ვეხმარები მიუსაფარ ცხოველებს, კატებსაც და ძაღლებსაც. ვცდილობ მოსწავლეებსაც შევაყვარო ცხოველები, ამიტომ ხშირად მე და მოსწავლეები ერთად ვკვებავთ და ვეტ. ექიმთანაც დაგვყვას ტრამვირებული ცხოველები, უფრო მეტად სისმისვნიანი დაავადებულები. სახლში მყავს ქუჩიდან აყვანილი 2 ფისო და 2 ცუგო. ერთ-ერთი მათგანი ინვალიდი ლეკვი ტასოა, რომელსაც მანქანამ გადაუარა, ჰქონდა 6 მოტეხილობა, არ გვქონდა გადარჩენის იმედი, მაგრამ ვეტ. ექიმი დათო ომარაშვილი ძალიან დაგვეხმარა. ლილოს დასახლებაში უამარავი მიუსაფარი ცხოველია. ყოველდღე ვკვებავ მიახლოებით 40 ძაღლს, რაში ჩემი მეგობარი ჯილდა ჩაჩანიძე მეხმარება. დასახლებაში მხოლოდ მე დამყავს ტრამვირებული, დაავადებული და სიმსივნიანი ცხოველები ვეტერინართან, ვინაიდან აქ არ არის არანაირი კლინიკა, მიწევს მათი წაყვანა ვარკეთილში. ამ ეტაპზე არ მყავს მანქანა და ეს ყველაფერი კი საკმაოდ დიდ ხარჯებს მოიცავს. ამიტომ ძალიან მჭირდება თქვენი თანადგომა, რათა გადავარჩინო კიდევ მრავალი სიცოცხლე! მე მჭირდება დახმარება საკვებით, რათა შევძლო ყველა ამ ცხოველის გამოკვება! (ნინო გურგენიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ძაღლებისთვის ლილო დასახლებაში. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება საკვებზე ცხოველებისთვის, რომელიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ ნინოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 12 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 5 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 8 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 8 |
ანონიმურად | 5 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 5 |