გამარჯობა! მე ვარ მაია გოდერძიშვილი, კორონა ვირუსამდე ვმუშაობდი სეზონურად, თურქეთის რესპუბლიკაში, ეხლა კი ვარ საქართველოში, უმუშევარი, სამუშაოს ძიებაში. ამჟამად მე ვცხოვრობ კახეთში, ქ. ახმეტაში საკუთარ ეზოიან სახლში და მყავს ოთხი(4) ძაღლი. ასევე ვკვებავ უპატრონო, ქუჩის ძაღლებს, სავარაუდოდ 15 დან 25 მდე, 3 წლის განმავლობაში, 2017 წლიდან - 2020 წლის ჩათვლით. ქუჩის რამოდენიმე ძაღლს აქვს კანის პრობლემაც. ლეკვები ქუჩიდან მომყავს სახლში, მოვაღონიერებ და მერე ვაჩუქებ მზრუნველ პატრონებზე. ბავშვობიდან მიყვარს ძაღლები, ოჯახში ყოველთვის გვყავდა ძაღლები. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტიურად ჩემი მეგობრების ფინანსური დახმარების იმედზე ვარ, ჩემი ძაღლების საკვებს ვუნაწილებ ქუჩის ცუგებსაც. ამიტომ გთხოვთ, დამეხმაროთ ქუჩის ძაღლებისთვის საკვებით, სანამ რაიმე სამუშაოს ვიშოვი. მადლობა ყურადღებისათვის, გაიხარეთ! (მაია გოდერძიშვილი)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქ. ახმეტში, კახეთი, მცხოვრებ ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 200 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ მაიას. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
ანონიმურად | 7 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 20 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 5 |