მოგესალმებით! მე ვარ მელანო გურგენიძე, ამჟამად ვცხოვრობ გლდანში. მე ვმუშაობ ერთერთ კერძო კომპანიაში. ძალიან მიყვარს ცხოველები, ვერ ვტოვებ უყურადღებოდ, როცა საჭიროებენ დახმარება. უკვე ორი წელია ვკვებავ მიუსაფარ ძაღლებს და ფისოებს გლდანის 6-4-2 მიკროებში. ასევე მყავს ერთი მიტოვებული ხანდაზმული ცუგა, რომელიც ცხოვრობს სოფელ გლდანში. გარდა ამისა ფეიქრების ქუჩაზეც ვკვებავ ცხოველებს. სახლში მყავს ქუჩიდან აყვანილი ორი ფისო და ძაღლი. უკვე ძალიან მიჭირს ამდენი მიუსაფრის გამოკვება, ამიტომ მოგმართეთ დახმარების თხოვნით. გთხოვთ დამეხმაროთ საკვებით ჩემი ცხოველებისთვის! წინასწარ დიდი მადლობა! (მელანო გურგენიძე)
ფონდი ”საქართველოს მეგობრები” თანხას აგროვებს საკვებზე ქალბატონ მელანოს ცხოველებისთვის. შეგროვილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დაიხარჯება ძაღლისა და კატის საკვებზე, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ქალბატონ მელანოს. ანგარიში წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალების სახით.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ! თუ ფინანსურად არ შეგიძლიათ დახმარება, უბრალოდ განათავსეთ ამ პროექტის ბმული თქვენს სოც. ქსელებში. ამისათვის მადლობელი ვიქნებით!
ყურადღება!
10 ლარის და ზემოთ შემოწირულობის შეტანაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასაჩუქრე სუვენირი ჩვენს საიტზე.
ანონიმურად | 5 |
ანონიმურად | 4 |
ანონიმურად | 8 |
ანონიმურად | 5 |
ანონიმურად | 8 |
ანონიმურად | 10 |
ანონიმურად | 12 |
ანონიმურად | 8 |
ანონიმურად | 15 |
ანონიმურად | 12 |
ანონიმურად | 7 |
ანონიმურად | 12 |
ანონიმურად | 8 |
ანონიმურად | 12 |
ანონიმურად | 8 |
ანონიმურად | 8 |
ანონიმურად | 10 |