ხშირად დასმული კითხვები

მე ვიპოვე ძაღლი ან კატა. რა უნდა ვქნა?

თუ ნამდვილად გსურთ დაეხმაროთ არა სიტყვით, არამედ საქმით, მაშინ პირველ რიგში უნდა წაიყვანოთ ცხოველი ვეტ. ექიმთან, შეამოწმოთ მისი ჯანმრთელობა, მიკროჩიპის ან შტამპის არსებობა (თუ ცხოველი არის ჯიშიანიი), ჩააბაროთ აუცილებელი ანალიზები და გააფორმოთ პასპორტი.

შემდეგ უნდა მოიყვანოთ ცხოველი სახლში ან იპოვოთ მისთვის დროებითი სახლი ან ზოოსასტუმრო. თუ უკვე გყავთ სხვა ცხოველები, თქვენ უნდა შეზღუდოთ მათი კონტაქტი "ახალთან" (მაგალითად, განათავსეთ იგი აბაზანაში ან სხვა ოთახში). დროულად მოახდინეთ ცხოველების ვაქცინაცია, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ინფექციის რისკი (თქვენ შეგიძლიათ ვირუსი სახლში მიიტანოთ ფეხსაცმელებზეც კი).

ასევე აუცილებელია შეამოწმოთ ამ ცხოველის ძებნის შესახებ განცხადებები ინტერნეტსა და იმ ადგილებში, სადაც ცხოველი იქნა ნაპოვნი. განათავსეთ განაცხადი ნაპოვნი ძაღლსა ან კატის შესახებ შესაბამის საიტებზე ინტერნეტში და იმ ადგილებში, სადაც ცხოველი იქნა ნანახი.

აუცილებლად უნდა დაბანოთ ცხოველი, დაამუშავოთ რწყილებსა (დაბანიდან მინიმუმ 48 საათის შემდეგ) და პარაზიტებზე (2ჯერ 10 დღის ინტერვალით), 2 კვირის შემდეგ განმეორებით დაამუშავოთ რწყილებისგან და გაუკეთოთ ვაქცინაცია ვეტ. კლინიკაში. სადაც ყველა ჩატარებულ ოპერაციას შეიტანენ ზოოპასპორტში.

თუ ძველი მფლობელი არ არის ნაპოვნი, აუცილებელია ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია. მოძებნეთ ცხოველისთვის ახალი პატრონი (მეგობრების, ნაცნობების, კოლეგების, ინტერნეტის მეშვეობით, და განათავსეთ განცხადებები ქუჩაში - ყველა შესაძლო გზით), ფრთხილად შეარჩიეთ განმცხადებლები. დიახ, სამწუხაროდ, ჩვენს დროს ზოგიერთი ადამიანი არ იღებს უსახლკარო ცხოველებს კარგი ზრახვებით.

 

რატომ არ არის შესაძლებელი ცხოველის განთავსება ჩვენს ფონდში?

ჩვენ არ ვართ თავშესაფარი და უბრალოდ არსად გვაქვს ტერიტორია, რომ განათავსოთ თქვენს მიერ ნაპოვნი ცხოველები, განსაკუთრებით იმ რაოდენობით, რაც ყოველდღიურად გვთავაზობენ.

დიახ, ჩვენ ვეხმარებით ძაღლებსა და კატების თავშესაფრებს საქართველოში, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიძლია, რაიმე პრივილეგირებულ პირობებზე, უსახლკარო ცხოველების მიყვანა მანდ. ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად დავეხმაროთ ცხოველებს თავშესაფრებში ( და მანდ რამდენიმე ასეული ცხოველია) და გავამარტივოთ მათი ცხოვრება, ოდნავ უფრო ადვილი და მხიარული გავხადოთ. ჩვენ თანამშრომლებს და თავშესაფრების მეპატრონეებს არ ვამატებთ მუშაობას - მათ ისედაც საკმარისი სამუშაო აქვთ. გადატვირთული გალიების დანახვისას, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება ვთხოვოთ კიდე  ვიღაცის აყვანა. გარდა ამისა, არ შეიძლება კნუტებისა და ლეკვების წაყვანა თავშესაფრებში იმუნიტეტის ნაკლებობის გამო, თავშესაფარში ასეთი ცხოველები უბრალოდ დაიღუპებიან.

 

რითი შეგიძლიათ დამეხმაროთ?

იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ ვეხმარებით თავშესაფრებს, ვცდილობთ ცხოველების დაცვის ინფრასტრუქტურის ორგანიზებას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან იპოვნონ პასუხისმგებლობა ნაპოვნი ცხოველის მიმართ. თუ თქვენ მზად ხართ კურატორი გახდეთ,და მიიღოთ მონაწილეობა თქვენს მიერ ნაპოვნი ძაღლის ან კატის ცხოვრებაში, გადაიხდით მის მკურნალობას და ა.შ., მაშინ ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ფონდს და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალური დახმარება გაგიწიოთ ცხოველის სიცოცხლის გადარჩენაში. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენ ფიზიკურ პირებთან ვაფორმებთ სპეციალურ ხელშეკრულებას, ამიტომ მზად იყავით წარადგინოთ თქვენი პასპორტის მონაცემები და აიღოთ თავის თავზე გარკვეული იურიდიული ვალდებულებები.

 

СПАСИБО!

ВСЕ СРЕДСТВА ДЛЯ ЭТОГО ПРОЕКТА СОБРАНЫ

Вход

Зарегистрируйтесь или авторизуйтесь

Подсказка

Текст подсказки

Правила

Текст правил